вторник, 13 октября 2009 г.

ჩემი ქალაქი





1.პროექტის სახელი:”ჩემი ქალაქი”



2.პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მიზანია საკუთარი ქალაქის ახლოს გაცნობა და ქალაქში არსებული პრობლემების მიმოხილვა მათი გადაჭრის გზების ძიება.




3.პროექტის ვრცელი აღწერა: ეს პროექტი მიზნად ისახავს იმის გარკვევას თუ როგორ წარმოუდგენიათ ბავშვებს მათი ოცნების ქალაქი,მათ დაინტერესებას მათივე ქალაქში არსებულ და მათი თვალით დანახული პრობლემებით. პროექტში მონაწილე ბავშვები პირველ ეტაპზე მოიძიებენ მასალას ბიბლიოთეკისა და ისტ. ტექნოლოგიების მეშვეობით.




მეორე ეტაპზე ბავშვები წარადგენენ ანუ ახდენენ მოცემულ თემაზე მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის პრეზენტაციას (ეს შეიძლება იყოს ნახატები, ფოტო მასალა ძველ და ეგრედ წოდებულ ახალ თბილისის შესახებ,ჩანახატები და ა.შ.




მესამე ეტაპზე პრობლემების გადასაჭრელად ბავშვები




ა) აწყობენ გამოკითხვებს როგორც ერთმანეთში ასევე ასევე მთელი სკოლის მასშტაბით თავიანთ თანატოლებს შორის.




ბ) ეწყობა ძველი თბილისის ულამაზესი უბნების და აგრეთვე ახალი სტილის არქიტექტურის ამსახველი ფოტომასალის ჩვენება.




გ) ამის შემდეგ მსჯელობენ რამდენად ჰარმონიულია ძველი და ახალი სტილის ურთიერთშერწყმა.ანუ ხდება ერთგვარი შედარება რა მოწონთ თბილისის ახალ იერსახეში და რაში ხედავენ ისინი ძველის დაკარგვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.




ბოლოს ბავშვები აწყობენ გამოფენებს,დადგმებს და ქმნიან წიგნს.




4. მონაწილეთა ასაკი: მე-7 მე-11 კლ.




5ვადები\ხანგრძლივობა: 2009წლის ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში.




6. პროექტის შესაძლო აქტივობები: თბილისის ულამაზესი უბნების ამსახველი ფოტომასალა,ინტერვიუები,აგრეთვე გამწვანების მიზნით გამოყენებული ნერგები.




7. მოსალოდნელი შედეგები\პროექტები რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაციები, ჩანახატები,გამოფენები.




8. სარგებელი სხვებისთვის: ქალაქის განვითარებაში გარკვეული წვლილის შეტანა სხვადასხვა სახით.მაგ: ქალაქის გამწვანებასა და დასუფთავებაში გარკვეული წვლილის შეტანა, სამონასტრო კომპლექსების აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა.




9.სამუშაო ენა- ინგლისური




10. საგნებთან\ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტორია, ქართული, რელიგია, ხელოვნება,შრომა,საინფორმაციო ტექნოლოგიები.